სტატიები

ოპოზიციური პარტიის კანდიდატობა შსს-ში 15-წლიანი მუშაობის შემდეგ – ანანიაშვილის გზა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ დაფუძნებული პარტიის “საქართველოსთვის” გორის მერობის კანდიდატს კონსტანტინე ანანიაშვილს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს.

იგი სხვადასხვა დროს იყო ჯერ, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, შემდეგ კი, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი. აღსანიშნავია, რომ პარტიის ვებ-გვერდზე ანანიაშვილის ბიოგრაფიაში არ წერია კონკრეტულად რა თანამდებობები ეკავა შსს-ში მას 2012 წლამდე. 

“2005-2012 წლებში საქართველოს შს სამინისტროს სხვადასხვა ხელმძღვანელი თანამდებობები” , – ვკითხულობთ საიტზე “forgeo.ge”.

კონსტანტინე ანანიაშვილი ღირსების ორდენით დააჯილდოვა საქართველოს პრეზიდენტმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით, საქართველოსთვის ისტორიული შედეგის მიღწევაში განსაკუთრებული პირადი წვლილისა და უმაღლესი პროფესიონალიზმისათვის.

იგი სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე. 

რადიო “მოზაიკა” გთავაზობთ ანანიაშვილის მოკლე ბიოგრაფიულ მონაცემებს:

დაიბადა 1981 წლის 29 იანვარს.

  • 2005-2012 წლებში ეკავა სხვადასხვა ხელმძღვანელი პოზიციები საქართველოს შს სამინისტროში;
  •  07/2012-11/2012 საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველო/გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსი;
  • 03/2013-12/2013 საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველო/პოლიციის I განყოფილების უფროსი;
  • 12/2013-01/2016 საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველო/სამმართველოს უფროსის მოადგილე
  • 01/2016-07/2016 საქართველოს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველო/სამმართველოს უფროსი
  •  07/2016-08/2018 საქართველოს შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტი/დეპარტამენტის დირექტორი.
  • 08/2018-02/2021 საქართველოს შს სამინისტროს აჭარის ა/რ პოლიციის დეპარტამენტი/დეპარტამენტის დირექტორი.
  • 02/2021-03/2021 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია/რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი. 
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.