ახალი ამბები

გორის მუნიციპალიტეტის 2 სოფელში სპორტული მოედნები მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სათემოსა და ქიწნისში  ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნები მოეწყობა. მერიამ შესაბამისი სამუშაოების ჩასატარებლად ტენდერი გამოაცხადა.

სათემოში მოედნის მოწყობისთვის უწყებამ 109 500 ლარი გაითვალისწინა, ამავე ოდენობის თანხაა გათვალისწინებული ქიწნისისთვისაც.

ტენდერებზე წინადადებების მიღება 20 სექტემბერს სრულდება. გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 60 კალენდარული დღე ექნება.

გარდა ამისა, მერიამ კიდევ ერთი ტენდერი გამოაცხადა, რომლის პირობების თანახმად, ტინისხიდში სკვერი და ტრენაჟორები მოეწყობა. ამისთვის მერია დაახლოებით 30 370 ლარს დახარჯავს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

გიორგი დვალიშვილი

გიორგი დვალიშვილი "მოზაიკასთან" თანამშრომლობდა 2019 წლიდან 2022 წლის ივლისამდე.