გიორგი ერისთავის სახელობის გორის დრამატული თეატრი, უკრაინაში ნიკოლაევის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიიღებს მონაწილეობას.
“Homo Ludens” ასე ჰქვია ფესტივალს, სადაც გორის თეატრი სპექტაკლს “ვაჟიშვილი” ითამაშებს. სამხატვრო ხელმძღვანელის დავით ჩხარტიშვილის თქმით, თეატრმა მიწვევა უკვე მიიღო და დასი სექტემბრის ბოლოს უკრაინაში გაემგზავრება.
“საქართველოში ჩამოსული იყო უკრაინიდან თეატრალური პროდიუსერი, რომელიც შემთხვევით მოხვდა გორის თეატრში სპექტაკლზე “ვაჟიშვილი”, შემდეგ უკვე პირადად გამიცნო, შემხვდა ვისაუბრეთ და თვითონ გვიშუამდგომლა, რომ უკრაინაში ნიკოლაევის მეთორმეტე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიგვეღო მონაწილეობა. ჩვენ გარდა ამ ფესტივალზე კიდევ რამოდენიმე ქვეყანა მონაწილეობს, თეატრისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი გასტროლია, ამ პანდემიურ პერიოდში საზღვარგარეთთან ურთიერთობა დიდი წარმატებაა. თვის ბოლოს გავემგზავრებით და 2 ოქტომბერს ვითამაშებთ სპექტაკლს “ვაჟიშვილი”, – ამბობს დავით ჩხარტიშვილი