გორში ამილახვრის ქუჩის ერთ-ერთ კედელზე კერამიკული ფილების პანორამა განთავსდა. იდეის ავტორი და შემსრულებელი გორელი ხელოვანი ირინა შოთაძეა.
შოთაძის თქმით პანორამაზე 1001 ქართული ორნამენტია დატანილი.
“1001 ქართული ორნამენტი”- ასე დავარქვი მასშტაბურ, უნიკალურ მხატვრულ პანოს, რომელიც 1001 ხელნაკეთი, ასევე ხელით მოხატული, კერამიკული ფილისგან შევქმენი. გოგებაშვილის სკვერში მე-3 სკოლის გვერდით უკვე შეგიძლიათ მიხვიდეთ,ნახოთ, დაათვალიეროთ, მოეფეროთ და უბრალოდ ისიამოვნოთ მისი ხილვით იმედია, რომ გორელები და ქალაქის სტუმრები შეიყვარებენ და რა თქმა უნდა მოუფრთხილდებიან თითოეულ ფილას”, – ამბობს შოთაძე
დატოვეთ კომენტარი