გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი ტელეკომპანიას “პირველი” სასამართლოში უჩივლებს.
თავზარაშვილმა მის შესახებ მომზადებული სიუჟეტის გამო, მედიასაშუალება სიცრუეში დაადანაშაულა და სასამართლოში სარჩელს დღეს, 1 სექტემბერს 12:00 საათზე შეიტანს.
აღნიშნულმა მედიასაშუალებამ მოამზადა მასალა, რომლის მიხედვითაც, თავზარაშვილმა სახელმწიფო ტენდერში გამარჯვებული კომპანიისგან უსასყიდლოდ მიიღო სამშენებლო ფილები. გავრცელებული ინფორმაცია გორის მერმა უარყო და ტელეკომპანიისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.
თავზარაშვილი ამბობს, რომ “ტვ პირველს” მიზანმიმართულად შეჰყავს მაყურებელი შეცდომაში. მან ასევე ჟურნალისტებს წარუდგინა ფილების ყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დატოვეთ კომენტარი