ახალი ამბები

გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში ვაქცინაციის კაბინეტი მიზნობრივი ჯგუფებისთვის დაემატა 

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით, ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკაში დამატებით ამოქმედდა ვაქცინაციის კაბინეტები, სადაც მიზნობრივი ჯგუფების აცრა მოხდება. 

კლინიკის ინფორმაციით, აღნიშნული მიზნობრივი ჯგუფები მოიცავს ფსიქიტრია-ფტიზიატრიის სამსახურის პაციენტებს და ონკოპაციენტებს.

აღნიშნული პაციენტების აცრა წარმოებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე. ამ ეტაპზე ვაქცინაცია მიმდინარეობს ,,სინოვაკით“ და ,,ფაიზერით“.

დატოვეთ კომენტარი