გორში წერეთლის, ანწუხელიძისა და გორგასლის ქუჩებზე გარე განათების ნათურები გამოიცვალა.
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ქუჩებზე ძველი ეკო ნათურები ახალი ენერგოეფექტური დიოდური (LED) სანათებით ჩანაცვლდა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ჯამში 65 ცალი, 50 ვატიანი დიოდური სანათი დამონტაჟდა.
დატოვეთ კომენტარი