ახალი ამბები

ენმ-ის პარტიული სიის ათეული და მაჟორიტარობის კანდიდატთა ვინაობა ცნობილია

“ნაციონალურმა მოძრაობამ” მაჟორიტარობის კანდიდატები გორის 12-ვე ოლქში დაასახელა. მათ შორის არიან ის პირებიც, ვინც პარტიამ პროპორციული სიის ათეულშიც შეიყვანა. რადიო “მოზაიკას” მათი ვინაობა ანა ბალიაშვილმა, პარტიის პროპორციული სიის მეორე ნომერმა გაუზიარა.

პროპორციული სიის ათეული ასე გამოიყურება:

  1. ბექა ქორჩილავა
  2. ანი ბალიაშვილი
  3. კახა ლობჟანიძე
  4. ნაზი დიდებელი
  5. ნიკოლოზ კოპაძე
  6. ნანა ლოთიშვილი
  7. შალვა სრესელი
  8. ქეთევან გოგიაშვილი
  9. გივი გინტური
  10. ნუნუ გიორგაშვილი

მაჟორიტარობის კანდიდატები კი ოლქების მიხედვით ასე გადაანაწილეს:

  • კომბინატი, სადგური – კახა ლობჟანიძე
  • ცენტრი, კვერნაკი, ჭალა – შალვა სრესელი
  • წმინდაწყალი, ვერხვები – ანი ბალიაშვილი
  • ვარიანი, ნიქოზი, შინდისი – ბექა ქორჩილავა
  • კარალეთი – ილია ეცადაშვილი
  • ახალუბანი, მეჯვრისხევი – გივი გინტური
  • ტყვიავი, ძევერა – ვახტანგ აზალაძე
  • დიცი, მერეთი, ტირძნისი – ლევან ბიძინაშვილი
  • ატენი, ბოშური, ქვახვრელი, ხიდისთავი, მღებრიანი, საყავრე – ნანა ლოთიშვილი
  • ზეღდულეთი, შავშვები – გიორგი მახნიაშვილი
  • ბერბუკი – უჩა მარკოზაშვილი
  • ტინისხიდი, სკრა – ნაზი დიდებელი

აღსანიშნავია, რომ ენმ-ის პარტიულ სიაში არ მოხვდა მოქმედი საკრებულოს წევრი ვასილისა ჯაბახიძე, რომელსაც კანდიდატობას ერთ-ერთ ოლქში ჰპირდებოდნენ.

ინფორმაციისთვის, პროპორციული სიისა და მაჟორიტარობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადა პარტიებს 2 სექტემბრამდე აქვთ.

დატოვეთ კომენტარი