გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ვაკანტურ ადგილზე ღია კონკურსი გამოაცხადა.
უწყება ღია კონკურსის წესით სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილეს შეარჩევს. შესაბამისი განცხადება საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
“დაინტერესებულ პირს უნდა ჰქონდეს უმაღლესი განათლება და მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება ინჟინრის სპეციალობით ან საინჟინრო უსაფრთხოების სფეროში” , – ვკითხულობთ განაცხადში.
ახალი კადრს მერიის საკონკურსო კომისია ყველა მსურველთან გასაუბრების შემდეგ, შეარჩევს.
დატოვეთ კომენტარი