გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო არცევში 1 წლის ბავშვი არხში ჩავარდა.
თანასოფლელების ინფორმაციით, ის არხიდან გამვლელმა ამოიყვანა.
ბავშვი გორის სამედიცინო ცენტრში “იავნანა” გადაიყვანეს. მას ამ დრომდე გამოკვლევები უტარდება.
როგორც ცნობილია, ოჯახი მის გადაყვანას თბილისში აპირებს.
		დატოვეთ კომენტარი
		
	
			
	
				
				
	










