საქართველოში ქალებს ჯერ კიდევ უწევთ საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა და ხშირად ბევრმა მათთგანმა არ იცის, როგორ უნდა დაიცვას თავი ნებისმიერ ძალადობისგან. საკითზე მომუშავე სპეციალისტები ამბობენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან ამ კუთხით უფრო მეტი მუშაობაა საჭირო, რადგან ქალების უმეტესობა ინფრომაციის ნაკლებობა განიცდის იმ სერვისების შესახებ, რასაც მათ სახელმწიფო სთავაზობს.
რა წინაღობებსა და დაბრკოლებებს აწყდებიან სოფლად მცხოვრები ქალები? რა სირთულეების დაძლევა უწევთ შემოსავლიანი საქმის წამოსაწყებად და როგორია ზოგადი მდგომარეობა ამ კუთხით გორის მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებში? – ამ საკათხებზე რადიო “მოზაიკასთან” ნინო მინდიაშვილმა ისაუბრა.
ნინო სოფელ ნიქოზის მკვიდრია, ამჯერად ის ემიგრანტია. ამბობს, რომ სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ წავიდა მალტაში, რადგან პანდემიით გამოწვეული შედეგების გამო, სამსახურის გარეშე დარჩა. მისი თქმით, სოფლებში ქალების დასაქმების კუთხით რთული მდგომარეობაა და ეს პანდემიამ უფრო თვალსაჩინო გახადა.
ნინი მინდიაშვილი, ნიქოზის მკვიდრი
შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ აქ სჭირდებოდათ ადამიანები დასაქმების კუთხით. დავუკავშირდი მათ და ძალიან მალევე მოხდა ჩემი აქ წამოსვლა. რთულია იყო ემიგრანტი, საკუთარ ოჯახს მოშორებული და გიწევდეს ფიზიკურად მძიმე შრომა, თუმცა ფიზიკური შრომა მირჩევია, უსაქმოდ ყოფნას. ჩემს შვილსა და ოჯახს, ახლა აქედან უფრო ვჭირდები, ვიდრე საქართველოში. სხვა სოფლებისგან განსხავებით, ჩემი სოფელი ძალიან გავნითარებულია და ბევრი რამეა, სადაც შეიძლება რაღაცის დაწყება. არიან გოგონები, რომლებმაც ისწავლეს შილაქი და სახლებში დადიან და აკეთებენ. არიან ისეთები, რომლებმაც სტილისტობა ისწავლეს და ადგილზე მუშაობენ. მეორე საკითხია, რამდენად შემოსავლიანია ეს ყველაფერი. პერპექტივა, რომ ქალებმა თავისი საქმე წამოიწყონ და წარმატებულები იყვნენ, ძალიან ნაკლებია ჩემს სოფელში.
ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ელენე რუსეცკი ამბობს, რომ ქალისთვის ზოგჯერ დამაბრკოლებელი გარემოებაა ოჯახი, განსაკუთრებით კი ძალადობის მსხვერპლთათვის. მისი თქმით, ხშირად ასეთ ქალებს მოძალადე ქმარი ან ყოფილი ქმარი არ აძლევს საშუალებას დამოუკიდებლად შეძლოს განვითარება და უკეთესი ცხოვრების დაწყება.
ელენე რუსეცკი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა იცოდენენ საკუთარი უფლებებისა და იმ სერვისების შესახებ, რასაც სახელმწიფი სთავაზობს. ეკონომიური დამოუკიდებლობა აძლევს ქალებს შესაძლებლობას, რომ მოხდეს მათი რეალიზება და ამაში სახელმწიფომ მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი. ხშირ შემთხვევაში, ადგილი/სახლი, რომელიც წესით უსაფრთხო და ხელისშემწყობი უნდა იყოს ქალისთვის, საფრთხის შემცველი ხდება ხოლმე. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე ის სტერეოტიპები, რომ ქალის როლი მხოლოდ დიასახლისობაა. ზოგჯერ ამას თავად ქალებიც კი არ აღიქვამენ ძალადობად. ვფიქრობ, საზოგადოებასთან ბევრი სამუშაოა ამ კუთხით, რადგან ძალადობის მიმღებლობა არ ჩამოყალიბდეს და ნორმად არ იქცეს .
ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ამბობენ, რომ პანდემიის პერიოდში ქალთა მიმართ დისკრიმინაცია და ძალადობის შემთხვევები გახშირდა. ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის წარმომადგენელი გორში, ლამარა შაყულაშვილი ამბობს, რომ სრული ლოქდაუნის დასრულების თანავე, მათ ორგანიზაციაში გაიაზარდა მომართვიანობის მაჩვენებელი.
ლამარა შაყულაშვილი, ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის წარმომადგენელი გორში
როდესაც ჩაკეტილები არიან, მოძალადეებს ადვილად შეუძლიათ კონტროლი და მსხვერპლები ვერ ახერხებენ ხმა მიაწვდინონ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც მათი დახმარება შეუძლიათ. მსხვერპლებს მიეცათ თუ არა საშუალება, რომ ხმა მიეწვდინათ ასეთი ორგანიზაციებისთვის, მაშინვე გაიზარდა მაჩვენებელი. გამოდის, რომ მთელი ეს დრო ისინი ძალადობას ითმენდენ, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს შესაბამისი აპლიკაცია, რისი საშუალებითაც შეეძლოთ დახმარება ეთხოვათ, ისინი ხშირ შემთხვაში, არ ან ვერ სარგებლობდნენ ამით, რადგან ბევრმა მათგანს არ ჰქონდა ამის შესახებ ინფორმაცია.