2021 წლის განმავლობაში, ე.წ. საზღვრის კვეთის უკანონო ბრალდებით საოკუპაციო ხაზთან 39 პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მათ შორის 29 ცხინვალის რეგიონის, 10 კი აფხაზეთის მიმართულებით.
რაც შეეხება უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებს, უწყების ცნობით, 2021 წლის განმავლობაში საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით გამოვლინდა 8, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 70 შემთხვევა.
“რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო დაკავებები და უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით დუშეთის, გორის, ქარელის, კასპის, ხაშურისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების სოფლების გასწვრივ ხორციელდება. რაც შეეხება ოკუპირებულ აფხაზეთს, უკანონო დაკავებებისა და ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესი ოკუპირებული გალის რაიონის სოფლების: ფიჩორის, ოტობაიას, ნაბაკევის, თაგილონის, დიხაზურგას, საბერიოს და ლეკუხონას მიმდებარე ტერიტორიაზე ფიქსირდება”,-განმარტავენ სუსში.