ახალი ამბები

გორის საკრებულოში ოპოზიციას 2 ადგილი ხვდება – ცესკოს წინასწარი მონაცემები

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, გორში ყველა მაჟორიტარული ოლქი “ქართულმა ოცნებამ” მოიგო. რაც შეეხება პროპორციულის შედეგებს, “ოცნებამ” გორში ხმების 80% მიიღო. 

ეს იმას ნიშნავს, რომ გორის 35-წევრიან საკრებულოში, 25 წევრს “ქართული ოცნება” მაჟორიტარების სახით, 8 წევრს კი – პროპორციული სიით შეიყვანს. 

რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ გორის საკრებულოში, პირველადი მონაცემებით, 2 ადგილი შეხვდება. 

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” გარდა გორის საკრებულოში მოსახვედრად იბრძოდნენ:

  • “ლელო – ძლიერი საქართველო”, რომელმაც ხმების 7.4% მიიღო. 
  • “კონსერვატორები საქართველოსთვის”, რომელმაც ხმების 4.1% მიიღო. 
  • “გახარია საქართველოსთვის”, რომელმაც ხმების 3.8% მიიღო. 
  • “გირჩი”, რომელმაც ხმების 2.9% მიიღო. 
  • “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”, რომელმაც ხმების 0.93% მიიღო. 

გორის ოლქში 111 784 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. არჩევნებში მონაწილეობა მათმა 40.66%-მა მიიღო. 

დატოვეთ კომენტარი