კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ მეფისქალაქში 40 წლამდე მამაკაცი ცივი აირაღით დაჭრეს. “მოზაიკას” ინფორმაციით, დაშავებულს მრავლობითი ჭრილობები მუცლის არეში აქვს მიყენებული.
“წუხელ მოხდა. 6 ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში. მდგომარეობა მძიმეა, ოპერაცია გაუკეთეს წუხელვე და როგორც ვიცით, კიდევ სჭირდება ქირურგიული ჩარევა“, – უთხრეს “მოზაიკას”.
როგორც ადგილობრივები გვიყვებიან, ფიზიკური დაპირიპირება ძველ კონფლიქტს მოჰყვა.
“პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია. ეძებენ და როგორც ამბობენ, ის მამაკაცი მიმალვაშია“, – უთხრეს “მოზაიკას”.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
დატოვეთ კომენტარი