ახალი ამბები

80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს 

გორში, 80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. 

შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი მოკლულის ოჯახის წევრია. 

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 80 წლამდე მამაკაცი გუშინ გორში, ვოლოგდის დასახლებაში მოკლეს. 

დატოვეთ კომენტარი