ახალი ამბები

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე – დაშავდა ორი ადამიანი 

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ავტობანზე, – არსებული ინფორმაციით, ოკამთან მსუბუქი ავტომობილი ამობრუნდა.

ადგილზე სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.  “მოზაიკას” ინფორმაციით ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

“მანქანა გადატრიალდა, ორი ადამიანი იყო შიგნით, საბედნიეროდ მსუბუქად დაშავდნენ”, – უთხრეს “მოზაიკას”. 

შსს-ს ცნობით მომხდარზე საქმე აღიძრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რა­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის ნაკ­ლე­ბად მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია.

დატოვეთ კომენტარი