ახალი ამბები

გორის მერიამ 39 ადამიანი დააჯარიმა საკალმახე აუზების მოწყობისთვის

გორის მერიამ გასულ წელს 39 მოქალაქე დააჯარიმა საკალმახე აუზების უნებართვოდ მოწყობისთვის.

როგორც ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშიდან ვიგებთ, უნებართვოდ მოწყობილი საკალმახე აუზების ყველაზე დიდი რაოდენობა სოფელ კარალეთში აღმოაჩინეს.

  • კარალეთი – 20 შემთხვევა; 
  • ახალდაბა – 7 შემთხვევა;
  • ვარიანი – 7 შემთხვევა;
  • ტყვიავი  – 1 შემთხვევა;
  • ძევერა – 1 შემთხვევა;
  • ატენი – 1 შემთხვევა; 
  • გარეჯვარი – 1 შემთხვევა;
  • ტაფაყანდა – 1 შემთხვევა. 

ზედამხედველობის სამსახურმა კიდევ 4 მოქალაქე სოფელ ბერბუკში, სახლთან ახლოს პირუტყვის სადგომის აშენებისთვის დააჯარიმა. 

ყველა შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარი იყო. 

როგორც ანგარიშიდან ვიგებთ, სამსახურმა გასულ წელს უნებართვო მშენებლობის 93 შემთხვევა გამოავლინა, ჯარიმების თანხამ კი ჯამში 80 900 ლარი შეადგინა. 

დატოვეთ კომენტარი