ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილედ გიორგი პაპიაშვილი ინიშნება.
აღნიშნული ინფორმაცია გიორგი პაპიაშვილმა “მოზაიკას” დაუდასტურა.
“ამ ეტაპზე, პირველი მოადგილის ფუნქციებს მე ვასრულებ”, – გვითხრა გიორგი პაპიაშვილმა.
აღნიშნული ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ზვიად ქურდაძემ თანამდებობა დატოვა.
გიორგი პაპიაშვილი ამ დრომდე ხაშურის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელად მუშაობდა.
დატოვეთ კომენტარი