ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზვიად ქურდაძემ თანამდებობა დატოვა.
ხაშურის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო სუხიაშვილის განმარტებით, ქურდაძე სხვა სამსახურში გადავიდა.
“ზვიად ქურდაძე გადავიდა სხვა სამუშაოზე. მუნიციპალიტეტში აღარ მუშაობს”, -გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.
ინფორმაცია, რომ ქურდაძე თანამდებობის დატოვებას აპირებდა “მოზაიკამ” ერთი თვის წინ გაავრცელა, თუმცა ხაშურის მერიაში აცხადებდნენ, რომ ის შვებულებაში იყო და დასრულების შემდეგ, სამსახურს დაუბრუნდებოდა.
დატოვეთ კომენტარი