გორის მერია ანსამბლს “ქართული ხმები” 18 000 ლარს გადაუხდის.
უწყება აღნიშნულ თანხას დედის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიების ფარგლებში დახარჯავს.
“დედის დღესთან დაკავშირებით, გეპატიჟებით ანსამბლ “ქართული ხმების” ლიტერატურულ – მუსიკალურ კომპოზიციაზე “წუთისოფელი”. თარიღი: 3 მარტი დრო: 15:00 საათი, ადგილი: გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი, დასწრება თავისუფალია”, – ვკითხულობთ მერიის განცხადებაში.
აღნიშნული მომსახურების გამარტივებულ შესყიდვაზე ნებართვა გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სააგენტომ შესყიდვების სააგენტოს სთხოვა.
დატოვეთ კომენტარი