ახალი ამბები

“ემუქრებოდნენ, სახლში ისე ჩაგიდებთ იარაღს და ტყვია-წამალს ვერც გაიგებო ” – ლაშა ჯიოშვილის ადვოკატი

“განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, მასზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა”, – ამბობს ტვ პირველის ოპერატორის, ლაშა ჯიოშვილის ადვოკატი, რომელმაც მომხდარის გამოსაძიებლად უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

ჯიოშვილის უფლებადამცველი ამბობს, რომ ჯიოშვილს მანქანაში ნიღბიანი პირები ეპყრობოდნენ ცინიკურად და ემუქრებოდნენ, არ მისცეს საშუალება დაერეკა ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან.

გზაში დამკავებლები სახეს მალავდნენ, არ მისცეს უფლება დაერეკა ადვოკატთან ან ოჯახის წევრებთან. ერთმა პოლიციელმა უთხრა: “თუ საჭირო იქნება სახლიდან ამოგიღებთ ტყვია-წამალს. ახლა რად მინდა რამის ჩადებაო”, – ამბობს ჯიოშვილის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი.

ინფორმაციისთვის, ლაშა ჯიოშვილი ნიღბიანმა და შავებში ჩაცმულმა 10-მდე პირმა, გამთენისაას გაიტაცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ნიღბიანი პირები პოლიციელები იყვნენ. ჯიოშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება, მას პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩლებლობას ედავებიან.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.