გორის მუნიციპალიტეტის მერია მაღალმთიანი სოფლებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე პერსონალურ პანელებს შეიძენს.
უწყებამ შესაბამისი ტენდერი გამოაცხადა და პანელების შესაძენად 98 000 ლარი გაითვალისწინა.
მერია მზის ენერგიაზე მომუშავე პანელების განთავსებას 5 სოფელში გეგმავს:
” მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით. მიწოდებისა და სამუშაოების შესრულების ადგილია გორის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი სოფლები: საყავრე, ლული, ფიცესი, წითელწყარო, ველები”, – წერია სატენდერო დოკუმენტაციაში.
ტენდერის პირობების მიხედვით, შერჩეულმა კომპანიამ მომსახურების მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 40 დღეში უნდა უზრუნველყოს.
დატოვეთ კომენტარი