გორში პისტოლეტის ტარებისთვის 30 წლის კაცი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულია პისტოლეტი, 7 ვაზნა და მჭიდი”, – აცხადებს შსს.
დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დატოვეთ კომენტარი