ახალი ამბები

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში გაზის მილს ცეცხლი გაუჩნდა 

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, საცხოვრებელ კორპუსებთან ახლოს ბუნებრივი აირის მილს ცეცხლი გაუჩნდა. 

ადგილზე სახანძრო-სამაშველოს ბრიგადები გამოიძახეს.

“ხანძარი როგორ გაჩნდა არავინ იცის. გაზის მილი ჟონავდა თუ არა, არაფერი იციან ადგილობრივებმა. პოლიციაც იყო, ალბათ გამოიძიებენ”, – უთხრა “მოზაიკას” ერთ-ერთმა თვითმხილველმა. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია და შემთხევევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დატოვეთ კომენტარი