„გორმედის” ქსელში ამჟამად, 250-მდე კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. კლინიკური დირექტორის ხათუნა შრუბის განმარტებით, ჯამში სტაციონარში 3 011 ინფიცირებული მკურნალობდა, მათგან აცრილი მხოლოდ 2 მათგანი იყო.
,,პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ,,გორმედის” ქსელმა მთლიანობაში მართა 29 000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული პაციენტი, მათგან 3 011 პირი – სტაციონარში. სტაციონარული პაციენტებიდან სულ ორი შემთხვევა გვქონდა, რომ კლინიკაში მოხვდა ვაქცინირებული პირი. ორივე მათგანის მდგომარეობა იყო მსუბუქი მიმდინარეობით, იმართა შესაბამისი პროტოკოლით და ორივემ გამოჯანმრთელებულმა დატოვა კლინიკა. ამ ეტაპზე, ქსელის სამ კოვიდკლინიკაში – გორში, ქარელსა და ხაშურში სტაციონარული მკურნალობა უტარდება 250-მდე კოვიდინფიცირებულ პაციენტს, მათგან ვაქცინირებული არცერთი არ არის” , – აცხადებს ხათუნა შრუბი.
მისივე ცნობით, კლინიკებში ამჟამად მოთავსებული პაციენტების უმრავლესობა საშუალო სიმძიმის ან მძიმეა. 15 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.