ახალი ამბები

მეჯვრისხევიდან გატაცებულ საქართველოს მოქალაქეებს რეჟიმმა 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმმა მეჯვრისხევიდან გატაცებულ საქართველოს 2 მოქალაქეს იასონ გენგიურს და სერგო მერებაშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ცნობილი გახდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის საქმეზე როგორც გაგვიზიარეს ინფორმაცია მათ მიესაჯათ უკანონო პატიმრობა 2 წლისა და 6 თვის ვადით, დანარჩენი ჩვენი თანამოქალაქეები ელოდებიან ე.წ სასამართლოს, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ წარსულშიც ყოფილა შემთხვევები როცა გაცილებით მეტი ე.წ სასჯელი იქნა შეფარდებული მათთვის, მაგრამ მოლაპარაკების არსებული ფორმატების გამოყენებით ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ საკუთარ ოჯახებში. მათ ედავებოდნენ ე.წ საზღვრის უკანონოდ კვეთას და უკანონოდ აღმართული ინფრასტრუქტურის დაზიანებას”, – განაცხადა საოკუპაციო რეჟიმთან შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის წარმომადგენელმა ირაკლი ანთაძემ.

იასონ გენგიურის და სერგო მერებაშვილის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის ოქტომბერში გავრცელდა.

დატოვეთ კომენტარი