ახალი ამბები

ხაშურის მერის პირველი მოადგილის მოვალეობას გიორგი პაპიაშვილი ასრულებს

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის მოვალეობას ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი, გიორგი პაპიაშვილი ასრულებს.

როგორც მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო სუხიაშვილმა განგვიმარტა, მერის პირველი მოადგილე, ზვიად ქურდაძე კვლავ შვებულებაშია.

“ზვიად ქურდაძე არის შვებულებაშია ერთი თვით, შესაბამისად მის მოვალეობას ასრულებს გიორგი პაპიაშვილი”, – გვითხრა სუხიაშვილმა. 

“მოზაიკას” ინფორმაციით, ზვიად ქურდაძე თანამდებობიდან შვებულების დასრულების შემდეგ მიდის. 

დატოვეთ კომენტარი