პარტია „ლელოს” წევრი ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, – ინფორმაციას “ნეტგაზეთი” ადვოკატ კახა კოჟორიძიზე დაყრდნობით ავრცელებს.
კოჟორიძის ცნობით, კასრაძეს ნაოპერაციევი გაურთულდა და ამის გამო, მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
ჯანმრთელობის გართულების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმაც – როგორც მან Facebook-ზე დაწერა, დღეს, 11:15 საათზე რევაზ კიკნაძემ ციხიდან დაურეკა და უთხრა, რომ ვეფხია კასრაძე ძალიან ცუდად იყო და კლინიკაში არ გადაჰყავდათ.
ვეფხია კასრაძე 4 დეკემბერს, პროევროპულ აქციაზე დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
6 დეკემბერს მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.