ახალი ამბები

ქარელის მუზეუმიდან გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც აქციებში მონაწილეობდა

ქარელის მუზეუმიდან გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა. 

ლელა ეკალაძეს ა(ა)იპ ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებამ შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუფორმა. ეკალაძე მუნიციპალური ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში არსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სპეციალისტად მუშაობდა. 

ამავე თემაზე: გორის და ქარელის ა(ა)იპ-ებში თანამშრომლებს ერთ-თვიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს

მუზეუმის სხვა თანამშრომლების მსგავსად, წლის დასაწყისში ხელმძღვანელობამ მასაც ერთ-თვიანი ხელშეკრულება გაუფორმა. ვადის ამოწურვის შემდეგ კი, სხვა თანამშრომლებისგან განსხვავებით, მას ხელშეკრულება აღარ გაუგრძელეს.

მე აღარ გამიფორმეს ხელშეკრულება, შემიწყვიტეს”, – გვითხრა ლელა ეკალაძემ და დამატებით დეტალებზე საუბარი ამ ეტაპზე არ ისურვა.

ლელა ეკალაძე ქარელში პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა.  

დატოვეთ კომენტარი