სტატიები

ახალსოფელში მტკვარზე ჰესის აშენებას მოსახლეობის ნაწილი საფრთხის შემცველად მიიჩნევს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდინარე მტკვარზე მინი ჰესების მშენებლობა იგეგმება. კომპანია “მტკვარი ენერგია” ამ სოფელში 20.8 მეგავატი სიმძლავრის ჰესის აშენებას აპირებს. 

კომპანიის გეგმებს მოსახლეობის ნაწილი სიფრთხილით უყურებს და უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ითხოვს. რამდენად უსაფრთხოა დასახლებულ ტერიტორიასთან ახლოს ჰესის აშენება? – ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც ადგილობრივები სვამენ. 

ქვეყანაში, სადაც წვიმის დროს ქუჩები, სახლები და გზები იტბორება და 21-ე საუკუნეში წყლის გადინება ვერ მოწესრიგებულა, როგორ უნდა დავიჯერო, რომ ვიღაცა მოვა და უსაფრთხოდ ჰესს ააშენებს? ისეთ უსაფრთხოს, რომ მტკვრის პირას, განსაკუთრებით პირველ ზოლში მცხოვრებ მოსახლეობას, ერთ მშვენიერ დღეს წყალი არ წალეკავს? შეიძლება კი ასე ახლოს მოსახლეობასთან ჰესების მშენებლობა?“, – კითხულობს მარინე გაგლოშვილი. 

იგივე კითხვას სვამს თამაზი გელაშვილიც. ის ასევე წუხს, რომ ჰესის მშენებლობა ხეების გაჩეხვას გამოიწვევს. 

კარგად გვესმის, რაც მოსდევს ასეთ პროექტებს,ჯერ მტკვრის მიმდებარედ ვერხვების უზარმაზარი ტერიტორია უნდა შეიწიროს ამ პროექტმა შემდეგ ამ კატაკლიზმებს რა მოყვება არავინ იცის…  გვჭირდება სერიოზული მხარდაჭერა საზოგადოებისა ,მოსახლეობის იმ ნაწილისა, ვისაც გააზრებული აქვს ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები“, – ამბობს თამაზი გელაშვილი. 

გელაშვილი წუხს, რომ ჰესის მშენებლობის მიმართ ადგილობრივების ნაწილი ინდეფერენტულად არის განწყობილი. 

მოსახლეობის დიდი ნაწილი ან ინდიფერენტული არის განწყობილი ან “დადებით” შედეგს ელოდება. ჰგონიათ დაასაქმებენ, ელექტრო ენერგიას უფასოდ მიაწვდიან და ა .შ. ამიტომ დგანან ბნელ მხარეს. აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ამ საკითხით და მოითხოვოს პირველ რიგში უსაფრთხოების გარანტიები“, – აღნიშნავს გელაშვილი. 

ახალსოფელი ჰესის” საკითხის განხილვა სოფელში დღეს იგეგმება. შეხვედრის ორგანიზატორი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრია. 

ცენტრის ინფორმაციითვე, კომპანია ‘მტკვარი ენერგია” მინი ჰესების აშენებას შიდა ქართლის 11 სოფელში გეგმავს:

ადგილმდებრეობადადგმული სიმძლავრეწლიური გამომუშავება
„ხაშური ჰესი“20,8 მგვტ104,5 მლნ კვტ. საათი
„ქვიშხეთი ჰესი“ 25,3 მგვტ104,5 მლნ კვტ.საათ
„ოსიაური ჰესი“20,8 მგვტ104,9 მლნ კვტ.საათი
„გომი ჰესი“20,8 მგვტ105,2 მლნ კვტ.საათი
„ახალსოფელი ჰესი“20,8 მგვტ96,1 მლნ კვტ.საათი
„ქარელი ჰესი“17,3 მგვტ74,7 მლნ კვტ.საათი
„ურბნისი ჰესი“19 მგვტ83,1 მლნ კვტ.საათი
„სკრა ჰესი“17,3 მგვტ75,8 მლნ კვტ.საათი
„უფლისციხე ჰესი“ 18,1 მგვტ97,3 მლნ კვტ.საათი
„გრაკალი ჰესი“20,7 მგვტ111,7 მლნ კვტ.საათი
„კასპი ჰესი“20,8 მგვტ108,6 მლნ კვტ.საათი

ამ სოფლების ნაწილში, ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის პრეზენტაცია და მსჯელობა უკვე მოეწყო. 

დატოვეთ კომენტარი