ახალი ამბები

სურამში მერის წარმომადგენელი დავით დევაძე თანამდებობიდან გადადგა

ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი დავით დევაძე თანამდებობიდან გადადგა.

უცნობია, თუ რატომ მიიღო დევაძემ ეს გადაწყვეტილება. ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. ხაშურის მერიაში კი ამბობენ, რომ მიზეზებზე არაფერი იციან. 

დევაძის პოსტიდან წასვლის შესახებ არ საუბრობს არც ნინო ჩადუნელი, რომელიც ამჟამად მის მოვალეობას ასრულებს. მანამდე კი ამაზე სამსახურის უფროსი სპეციალისტი იყო. 

არ ვიცი, რატომ წავიდა თანამდებობიდან“, – გვითხრა ჩადუნელმა. 

დავით დევაძე სურამში მერის წარმომადგენლად 2024 წლის ივლისში დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე  ირაკლი ჩადუნელი შეცვალა.

დატოვეთ კომენტარი