ახალი ამბები

ხაშურის მერის მოადგილე პოსტიდან წასვლის გადაწყვეტილებას არც უარყოფს და არც ადასტურებს

დრო გვიჩვენებს, გავაგრძელებ თუ არა ისევ მუშაობას მერის მოადგილედ“, – გვითხრა ზვიად ქურდაძემ, რომელმაც ერთ-თვიანი შვებულება აიღო. 

ქურდაძე თანამდებობიდან წასვლის გადაწყვეტილებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. 

ჯერჯერობით მე ვარ ერთ-თვიან შვებულებაში. ვსარგებლობ ჩემი კუთვნილი შვებულებით. ამ ეტაპზე მეტ ინფორმაციას ვერ გეტყვით“, – გვითხრა ხაშურის მერის პირველმა მოადგილემ.

ინფორმაცია ქურდაძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. 

დატოვეთ კომენტარი