ახალი ამბები

გორის და ქარელის ა(ა)იპ-ებში თანამშრომლებს ერთ-თვიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს

გორის და ქარელის მერიების მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებს ერთ-თვიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს, – ეს ინფორმაცია “მოზაიკას” რამდენიმე წყარომ დაუდასტურა. 

როგორც ა(ა)იპ-ებში დასაქმებულები ამბობენ, წლის დასაწყისში ხელმძღვანელობა მათთან ერთ-წლიან ხელშეკრულებას აფორმებდა. 

“ერთ-წლიან ხელშეკრულებებს გვიფორმებდნენ, როგორც წესი, მაგრამ წელს ერთ-თვიანი ხელშეკრულებები გაგვიფორმეს“, – გვითხრა ქარელის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანების თანამშრომელმა. 

თანამშრომლებს ერთ-თვიანი ხელშეკრულებები წლის დასაწყისში დაეგზავნათ. 

ანალოგიური ვითარებაა გორის ა(ა)იპ-ებშიც. თანამშრომლებს აქაც მხოლოდ ერთ-თვიანი ხელშეკრულებები გაუფორმეს, რომლებსაც ვადა თვის ბოლო ეწურებათ. 

არ ვიცით, რა როგორ იქნება. ყოველ თვე ახალ-ახალ ხელშეკრულებებს გაგვიფორმებენ, თუ რამე სხვა გეგმა აქვთ“, – გვითხრა გორის კულტურის განვითარების სააგენტოს თანამშრომელმა.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალური ა(ა)იპ-ების თანამშრომლების ნაწილი აქტიურად იყო ჩართული “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიაში. როგორც “მოზაიკას” ეუბნებიან, ხელშეკრულების ვადის ცვლილება მათაც შეეხოთ. 

დატოვეთ კომენტარი