ახალი ამბები

გორის მერიამ სპორტის სააგენტოს ჩინური ავტობუსები უყიდა

გორის მერიამ სპორტის განვითარების სააგენტოსთვის ორი ავტობუსი შეიძინა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ახალი ტრანსპორტი ჩინური წარმოებისაა და თითოეულის ღირებულება 200 000 ლარია. 

მერიამ ავტობუსები კომპანია “ჯითი გრუპისგან” შეიძინა. დოკუმენტაციის მიხედვით, მიკროავტობუსები არის სამგზავრო ახალი, ქარხნული წარმოებისა.

ჩინური ავტობუსების გარდა, მერიამ გასულ წელს ევაკუატორიც იყიდა, რომლის ღირებულება 186 900 ლარი იყო. 

ჯამში, გასულ წელს გორის ბიუჯეტიდან ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე 586 900 ლარი დაიხარჯა.

დატოვეთ კომენტარი