კასპის მუნიციპალიტეტის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასებზე თვეში 12 714 ლარი დაიხარჯება. ისინი მომატებულ ხელფასს მიმდინარე თვიდან აიღებენ.
საკრებულოს დადგენილებით, ვახტანგ მაისურაძის ხელფასი – 6 716 ლარი, ხოლო შოთა ბეგლარაშვილის ხელფასი 5 998 ლარი გახდა.
შესაბამისი დადგენილება საკრებულომ 2025 წლის 17 იანვარს დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ხელფასები გაეზარდათ პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც:
- კასპის მერის პირველი მოადგილე – 5 110 ლარი;
- კასპის მერის მოადგილე – 4 672 ლარი;
- კასპის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 4 535 ლარი;
- კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 3 950 ლარი;
- კასპის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 3 950 ლარი;
- საკრებულოს აპარატის უფროსი – 2 482 ლარი;
- საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 3 218 ლარი;
- საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 2 926 ლარი;
- საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 2 340 ლარი.
აღსანიშნავია, რომ კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 კომისიის და 2 ფრაქციის თავმჯდომარე ჰყავს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარეს 6 მოადგილე.
ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზარდა.
დატოვეთ კომენტარი