ახალი ამბები

კეხიჯვრის ბაღის დირექტორის მოვალეობას “ოცნების” მაჟორიტარის მეუღლე შეასრულებს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღის დირექტორის მოვალეობას ეკა ტატურაშვილი ასრულებს. ის მანამდე აღნიშნულ ბაღში მნედ მუშაობდა. 

ეკა ტატურაშვილი ქარელის საკრებულოში კეხიჯვარის მაჟორიტარი-დეპუტატის,  მამუკა კოკოზაშვილის ცოლია.

“ამ საბავშვო ბაღში ასევე მუშაობს დეპუტატის დაც, მას აღმზდელის თანამდებობა უკავია“, – უთხრეს “მოზაიკას”.

შეგახსენებთ, რომ კეხიჯვრის საბავშვო ბაღის დირექტორის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მადონა ჩიბირაშვილმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა. ჩიბირაშვილი ამბობდა, რომ “ქართული ოცნების” მხარდამჭერების გარემოცვაში მუშაობა, ქვეყანაში შექმნილი კრიზისის პირობებში, მისთვის შეუძლებელი იყო. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი