სტატიები

“თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს” –  გორში აქცია გაიმართა 

თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს, – ეს იყო მთავარი მესიჯი, რომელიც დღეს გორში, მოქალაქეებმა სამხარეო პოლიციის შენობის წინ გააჟღერეს. 

პოლიციის შენობასთან პროტესტის გამოსახატად და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მოქალაქეები შეიკრიბნენ, მათ შორის უკანონოდ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები. 

“გორი არ აღიარებს გაყალბებულ არჩევნებს!”, “თავისუფლება ომის ვეტერან ვეფხვია კასრაძეს”, “ივანიშვილის ტყვეებს თავისუფლება!”, – ამ შინაარსისი ბანერებით მოქალაქეები შეეცადენენ, საკუთარი ხმა  სამართალდამცავებისთვის გაეგონებინათ. 

“ჩვენი აქციის ძირითადი მიზანი არის, რომ მოვითხოვოთ იმ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ვინც დააკავეს სამშობლოს სიყვარულისთვის. დააკავეს იმიტომ, რომ ისინი იბრძოდნენ  სამშობლოს დიდებისათვის. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო ვეფხია კასრაძე, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ცხოვრობს და ხუთ შვილს ზრდის”, – განაცხადა ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ, გელა შარვაშიძემ. 

აქციის მონაწილეებმა პოლიციის შენობის წინ მიიტანეს ბანერი სახელწოდებით “საქართველოს სიყვარული დასჯადია”, რომელზეც ხელმოწერები დატოვეს. 

ვითხოვთ ვეფხია კასრაძის გათავისუფლებას, რომელის აბსურდული მიზეზით დააკავეს, თითქოსდა ძალადობრივი მოწოდებები ჰქონდა. ასევე ვითხოვთ, მზია ამაღლობლის, ანატოლი გიგაურისა და ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებას, რომლებიც უკანონოდ დააკავეს. ამ ქვეტანაში ტოტალიტარიზმს ჩვენ არ დავუშვებთ, არასდროს. ეს ხელისუფლება არის რუსული, გვებრძვიან რუსული მეთოდებით”, – განაცხადა აქციის მონაწილემ. 

აქციის მონაწილეებს შორის იმყოფებოდა ერთ-ერთი დაკავებულის, ვეფხვია კასრაძის მეუღლეც. ელენე კროტენოს თქმით, უსამართლოდ დაკავებული ადამიანებისთვის საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. 

“გვჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება, აუცილებლად დასრულდება ეს უსამართლობა, ცოტა ხანს უნდა გავუძლოთ. მამაცი ადამიანები გვყავს საკნებში, აბსურდის თეატრში ვართ და სამწუხაროდ გვავს ფუნქციადაკარგული სასამართლო, ამის გამი კი ისჯებიან ეს ადამიანები. ეს აუცილებლად დასრუდება. სასამართლოც დაიბრუნებს ფუნქციას და ჩვენც ვივლით ისევ ევროპისკენ, ამ გზას არ გადავუხვევთ”, – ამბობს დაკავებილი პოლიტპატიმრის მეუღლე.

ინფორმაციისთვის, დაკავებულთა შორისაა ქარელში მცხოვრები ანატოლი გიგაურიც, რომელსაც რეჟიმის სასამართლომ რამდენიმე დღის წინ წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძილვა. გამოძიება მას პოლიციელზე თავდასხმას ედავება. 

დატოვეთ კომენტარი