ახალი ამბები

ხაშურში მამაკაცი ელმავლიდან ჩამოხტა – მან ხელი და ფეხი დაკარგა 

ხაშურში, 22 წლის მამაკაცი მოძრავი ელმავლიდან ჩამოხტა, რა დროსაც სხეულის დაზიანებები მიიღო. როგორც “მოზაიკას” უთხრეს, მან ხელი და ფეხი დაკარგა. 

რკინიგზის თანამშრომელია. მიმავალი ელმავლიდან ჩამოხტა, სასწრაფო გამოიძახეს და კლინიკაში გადაიყვანეს“, – უთხრეს “მოზაიკას”. 

ექიმების განმარტებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემქრება. 

ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია“, – გვითხრეს ექიმებმა. 

მომხდარზე გამოძიება შსს-მ 275-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი