ახალი ამბები

გორის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასებზე თვეში 14 056 ლარი დაიხარჯება

იანვრიდან გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს თავმჯდომარე გაზრდილ ხელფასს აიღებენ. 

საკრებულოს დადგენილებით, სიმონ გულედანის ხელფასი – 7 321 ლარი, ხოლო დავით რაზმაძის ხელფასი 6 735 ლარი გახდა.

2024 წელი2025 წლინამატი
გორის მერის მოვალეობის შემსრულებელი6 655 ლარი7 321 ლარი666 ლარი
გორის საკრებულოს თავმჯდომარე6123 ლარი6 735 ლარი612 ლარი

შესაბამისი დადგენილება საკრებულომ 2025 წლის 13 იანვრის სხდომაზე დაამტკიცა. დადგენილების მიხედვით, ხელფასები გაეზარდათ პოლიტიკური თანამდებობის პირებსაც:

  • გორის მერის მოადგილე – 5 125 ლარი;
  • გორის საკრებულოს თავმჯდომარე – 6 735 ლარი;
  • გორის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 5 271 ლარი;
  • გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 4 246 ლარი;
  • გორის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე – 4 246 ლარი;
  • საკრებულოს აპარატის უფროსი – 3 358 ლარი;
  • საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე – 3 660 ლარი;
  • საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე – 3 220 ლარი;
  • საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 2 635 ლარი;

აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 5 კომისიის და 3 ფრაქციის თავმჯდომარე ჰყავს, ხოლო ფრაქციის თავმჯდომარეს 11 მოადგილე.

ინფორმაციისთვის, “ქართული ოცნების” მთავრობის გადაწყვეტილებით, 2025 წლიდან საჯარო სექტორში ხელფასები 10%-ით გაიზარდა. 

დატოვეთ კომენტარი