29 დეკემბერს ქარელში საახალწლო კონცერტი გაიმართება, სადაც 10-ზე მეტი შემრულებელი იმღერებს.
ქარელის მერიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში დაგეგმილი სხვადასხვა ღონისძიებების შემდეგ, გაიმართება კონცერტი, რომელიც 1 საათსა და 30 წუთს გასტანს.
“მოზაიკა” გთავაზობთ იმ შემსრულებლების ჩამონათვალს, რომლებსაც ქარელელების საახალწლო განწყობის შესაქმნელად თანხა ხელისუფლებამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადა.
- ბენდი რეზო და ბავშვები;
- რუსა მორჩილაძე;
- ქეთი გომართელი;
- ეკა კვალიაშვილი;
- მარიამ მამისმედიშვილი;
- ჯგუფი იბერია;
- ლევან ყანდიაშვილი;
- თაკო მელიქიშვილი;
- ცისანა სეფიაშვილი;
- ჯემალ სეფიაშვილი;
- ენრიკო ჯანელიძე;
- თამრიკო მეჭიაური.
- წამყვანი – თამუნა გომართელი.
დატოვეთ კომენტარი