“საია” ეხმიანება გორის მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებას, რომლითაც „გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის“ გამოხატვის სივრცის დახურვა მოხდა.
“ეს საპროტესტო და შემოქმედებითი გამოხატვის უკანონო შეზღუდვის კიდევ ერთი საგანგაშო მაგალითს წარმოადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ მერიის გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების რეალური მიზეზი თავისუფალი სახელოვნებო გამოხატვის სივრცის დახშობაა.
“საია მხარდაჭერას უცხადებს ა(ა)იპ – „გორელ ფოტოგრაფთა კლუბს“ და მოუწოდებს გორის მუნიციპალიტეტის მერიას გააუქმოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბისთვის“ უზუფრუქტის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ”, – ნათქვამია განცხდებაში.