გორში, წმინდა წყლის დასახლებაში ავარია მოხდა, რომლის შედეგად 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
“მამაკაცი ფეხით მიდიოდა, “ზებრა” გადასასვლელზე, რა დროსაც ავარია მოხდა”, – უთხრეს “მოზაიკას”.
ფაქტის შესახებ “მოზაიკა” შსს-ს დაუკავშირდა, თუმცა უწყებას მომხდარზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
“მოზაიკას” ინფორმაციით, მანქანას შსს-ს თანამშრომელი მართავდა.
დატოვეთ კომენტარი