ახალი ამბები

კეხიჯვრის საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობას ტოვებს 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღის დირექტორი თანამდებობას ტოვებს. როგორც მადონა ჩიბირაშვილმა “მოზაიკას” უთხრა, ეს გადაწყვეტილება “ქართული ოცნების” პოლიტიკის და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო მიიღო. 

ამ ეტაპზე 22 დეკემბრამდე უხელფასი შებულებაში ვარ, რის შემდეგაც ვაპირებ დავტოვო კეხიჯვრის საბავშვო ბაღის დირექტორის თანამდებობა. ჩემი გადაწყვეტილებაა არ ვემსახურო სისტემას, რომელიც არ მაძლევს თავისუფალი არჩევანის უფლებას, რომელიც ებრძვის ახალგაზრდებს, რომელთაც უნდათ თავისუფალი მომავალი. მე ვფიქრობ რომ ჩემი შვილების გვერდით უნდა ვიდგე, მე მათთვის მინდა ევროპული მომავალი“, – გვითხრა ჩიბირაშვილმა. 

ბაღის დირექტორის თქმით, მისთვის “ქართული ოცნების” აქტივისტებთან ერთად მუშაობის გაგრძელება წარმოუდგენელია. 

იმდენად გაუსაძლისი იყო “ოცნების” აქტივისტების გარემოცვაში ყოფნა, სერიოზული სტრესი მივიღე, თითქმის ყველა თანამშრომელი ამ ნიშნით აყავთ და მთელი ეს წლები საშინელ სტრესულ გარემოში მიხდებოდა ყოფნა. ასეთ სისტემაში მუშაობას ვერ გავაგრძელებ და გადაწყვეტილი მაქვს დავტოვო თანამდებობა“, – გვითხრა მადონა ჩიბირაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი