“ვერავის ვეტყვი ახლა ითამაშოს”, – ასე უპასუხა ერისთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა “მოზაიკას” კითხვას, თუ რატომ მიიღეს სპექტაკლების გაუქმების გადაწყვეტილება.
როგორც ნიკოლოზ შველიძე ამბობს, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მსახიობებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ.
“გუშინ ვიყავი ფესტივალზე ზესტაფონში, ეს არის ავარიული შენობა და მაგისთვის მთელი განათება მოვხსენით და წავიღეთ. ფიზიკურად ვერ ვასწრებთ დამონტაჟებას, რთული სპექტაკლია, თან ეს მიმდინარე მოვლენები ყველაფერი, ერთად არის ცოტა სოლიდარობაც ჩვენგან და რთულია თამაში. ორივე ფაქტორმა იმოქმედა, მსახიობებს სხვადასხვა პოზიცია აქვთ ამ ამბებთან მიმართებაში და ვერავის ვეტყვი ახლა ითამაშოს“, – გვითხრა შველიძემ.
შეგახსენებთ, რომ ერისთავის თეატრმა 30 ნოემბერს და 1-ელ დეკემბერს დაგეგმილი სპექტაკლები “ვაჟიშვილი” და “მამა” გააუქმა.