ახალი ამბები

ვგმობთ საქართველოს იზოლაციას და მოკავშირეების გარეშე დატოვებას – მეწარმე ქალები 

საქართველოს მეწარმე ქალები “ქართული ოცნების” გადაწყევეტილებას ევროკავშირთან თანამშრომლობის შეჩერების შესახებ გმობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ხელმომწერებს შორის არიან მეწარმე ქალები შიდა ქართლიდან.

“მოზაიკა” გთავაზობთ განცხადებას უცვლელად, რომელსაც ხელს 60-მდე მეწარმე ქალი აწერს:

“ჩვენ, საქართველოში მოქმედ, აგროტურიზმსა და ფერმერულ საქმიანობაში ჩართული ქალ მეწარმეებს, კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია “ქართული ოცნების” მიერ საქართველოს საგარეო კურსის ცვლილება. ვგმობთ, საქართველოს იზოლაციას და მოკავშირეების გარეშე დატოვებას.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორი გადარჩა და წლების განმავლობაში საზრდოობს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაცემული სხვადასხვა საგრანტო პროგრამებით. რომ არა აღნიშნული პროგრამები, ჩვენ ვერ შევქმნიდით ხარისხიან ქართულ ღვინოს, ყველს, ჩირს, თაფლს და სხვადასხვა პროდუქტს.

ვერ შევძლებდით მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ფესტივალებზე და გამოფენებზე მონაწილეობას, ჩვენი სამეწარმეო საქმიანობის გაციფრულებას და ონლაინ ვაჭრობაში ჩართვას. ევროკავშირის გაფართოების ტალღა არის უპრეცედენტო შესაძლებლობა საქართველო სრულად შევიდეს ევროპის 500 მილიონიან ბაზარზე, გაზარდოს სამეწარმეო პოტენციალი, ხარისხით მიუახლოვდეს ევროპულ სტანდარტებს, რათა დოვლათი და კეთილდღეობა მოიტანოს ქვეყანაში.

ჩვენ, წარმოების სხვადასხვა სექტორში ჩართული ქალები, რომლებმაც მხოლოდ ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების საგრანტო შესაძლებლობებით შევძელით ეკონომიკური საქმიანობის დაწყება, გაფართოება, ვეხმარებით სხვა ქალებს ეკონომიკურ გაძლიერებაში, დამღუპველად მივიჩნევთ საქართველოს ისტორიული საგარეო კურსის ცვლილებას და მოვუწოდებთ ყველას, შემოგვიერთდნენ ისტორიული არჩევანის დაცვის საკითხში.”

  • ანა პაჭიკაშვილი;
  • თეონა თაბორიძე;
  • ნია ხაჭაპურიძე;;
  • ია თაბაგარი;
  • ლილი ფულარიანი;
  • ხათუნა გადელია;
  • თამარ ჟურული;
  • ნათია ომიაძე;
  • მარიამ ცისკარაშვილი;
  • თამთა მამულაიძე;
  • არუსიაკ ბროიანი;
  • ნინო ხარხელაური;
  • მაკო ცირეკიძე;
  • ნათია ნინიკელაშვილი;
  • სოფო მახათლიშვილი;
  • მარიამ ფარქოსაძე;
  • ნინო ღუღუნაშვილი;
  • ქეთო ფუტურიძე;
  • იმარინა კურტანიძე;
  • მანანა ახვლედიანი;
  • ნანა სხულუხია;
  • ნატა ჯახუა;
  • სალომე მანძულაშვილი;
  • ასმათ მინდიაშვილი;
  • ქეთევან დვალი;
  • ლელა სვიმონიშვილი;
  • ნინა ქოჩიაშვილი;
  • ნინო ზაქარაშვილი;
  • მარიეტა კაკიაშვილი-რუაძე;
  • ნინო ლოთიშვილი;
  • მაგდანა ზაქარეიშვილი;
  • მარიამ ლებანიძე;
  • ელენე ბლიაძე;
  • მარიამ მინაძე;
  • ქეთევან კვირიკაშვილი;
  • ინდირა ჯაფარიძე;
  • თიკა დიდიშვილი;
  • ანნა ზაალიშვილი;
  • თამარ მოდებაძე;
  • ვიქტორია მიდელაური;
  • ქეთევან პატარიძე;
  • სალომე ტაბატაძე.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.