ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში 18 წლის ბიჭის დაჭრის ბრალდებით თანასოფლელი დააკავეს.
“მამაკაცის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა“, – უთხრეს “მოზაიკას” შსს-ში.
დაკავებულის მიმართ საქმე სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრაზ მძიმე დაზინებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ალში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. მან ხაშურის “ევექსის” კლინიკა საღამოს დატოვა.
“უკვე გავწერეთ, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – გვითხრეს კლინიკაში.
თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ქონებრივი დავაა, რომელიც როგორც სოფელში ამბობენ, დიდი ხანია გრძელდება.
დატოვეთ კომენტარი