ახალი ამბები

“ვერ შევაფასებთ” – ხაშურის და ქარელის საკრებულოს თავმჯდომარეები ყაველაშვილის კანდიდატურაზე

“ვერ შევაფასებთ”, – ამბობენ ხაშურის და ქარელის საკრებულოს თავმჯდომარეები მიხეილ ყაველაშვილზე, რომელიც დღეს ბიძინა ივანიშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა. 

ნინო ლიპერტელიანი და ჯუმბერ შუბითიძე კომენტარისგან თავის შეკავების მიზეზად ინფორმაციის სიმცირეს ასახელებენ. 

არ ვიცნობ და ვერ შევაფასებ, თუმცა როგორც “ქართული ოცნების” წევრისთვის პარტიის გადაწყვეტილება მისაღებია“, – გვითხრა ნინო ლიპარტელიანმა, ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ. 

ჯერ ვერ შევაფასებ, რადგან ჯერ არაფერი მოსულა ჩვენამდე. კი გამოაცხადეს, მაგრამ ჯერ ჩვენთვის არაფერი უთქვიათ ამ საკითხზე“, – გვითხრა ჯუმბერ შუბითიძემ, ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.