ახალი ამბები

“პოზიციას ვერ დავაფიქსირებ” – ომბუდსმენის წარმომადგენელი შიდა ქართლში კოლეგების საერთო განცხადებას არ შეუერთდა 

პოზიციას ვერ დავაფიქსირებ“, – გვითხრა სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ანა ჯანიაშვილმა, რომელიც კოლეგების საერთო განცხადებას არ შეუერთდა. 

მისი თქმით, პოზიცია აქვს, თუმცა მისი გასაჯაროება არ სურს. 

განცხადებაზე ჩემ ხელმოწერას ვერ ნახავთ. პოზიციას ვერ დავაფიქსირებ, განა იმიტომ რომ არ მაქვს, უბრალოდ ასე გადავწყვიტე” – განაცხადა ჯანიაშვილმა. 

სახალხო დამცველის აპარატის 40-მდე თანამშრომელმა საერთო განცხადება გაავრცელა, რითიც ისინი პარლამენტის ლეგიტიმაციაზე ომბუდსმენის ლევან იოსელიანის განცხადებას გაემიჯნენ.

ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის შეკრება “სრულიად ლეგიტიმურია”. ის “ქართული ოცნების” ერთპარტიული პარლამენტის პირველ სხდომაზე იმყოფებოდა.

ომბუდსმენის აპარატის თანამშრომლები აცხადებენ, რომ სამწუხაროა “სახალხო დამცველის ისეთ პროცესებში მონაწილეობა, რაც არღვევს კონსტიტუციურ-სამართლებრივ წესრიგს და აზიანებს ომბუდსმენის, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და მისდამი ნდობას”.

აღნიშნულ განცხადებას ხელს 37 თანამშრომელი აწერს, მათ შორის შიდა ქართლში ომბუდსმენის წარმომადგენლის, ანა ჯანიაშვილის ხელმოწერა არაა. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.