“ის ერთ-ერთი წესიერი, ქართველი გულანთებული კაცია” – ასე ეხმიანება გორის საკრებულოს სივრცით – ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელებას.
ის ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” სრულ ნდობას უცხადებს და გუნდის მიერ შერჩეულ კანდიდატს მხარს დაუჭერს.
“რადგან მე ქართული ოცნების წევრი და მისი მხარდამჭერი, მათი სახელით კუ დეპუტატი ვარ საკრებულოში, ეს ნიშნავს, რომ მე “ქართულ ოცნებას”, მის პოლიტიკას, მის წარმოებულ საქმიანობას, როგორც საშინაო ისე საგარეოს, მხარს ვუჭერ. ამ შემთხვევაში, თუ მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა გაცხადებულია, მე რა თქმა უნდა მხარს ვუჭერ. ის ერთ-ერთი წესიერი, ქართველი გულანთებული კაცია, მე ასე მყავს აღქმული, პირადად მას არ ვიცნობ. თუ გახდება პრეზიდენტი, ბევრ კარგ საქმეს გააკეთებს. სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცია”, – მანუჩარ ლაფაჩი.