ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია საშობაოდ შეჭირვებულ ოჯახებს 100 ლარს ჩაურიცხავს.
როგორც ხაშურის მერიის სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა გვითხრა, ერთჯერად ფულად დახმარებას ის ოჯახები მიიღებენ, რომელთა სარეიტინგო ქულა 25 000-ზე დაბალია.
“სოციალურად დაუცველი ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 0-დან 25 000-მდეა, საშობაოდ პირად ანგარიშზე, სადაც სოციალურ დახმარებას იღებენ, ჩავურიცხავთ 100-100 ლარს. შარშან დახმარება გავუწიეთ 300 ოჯახს, წელს ეს რიცხვი ზუსტად ჯერ არ შემიძლია რომ გითხრათ, განაცხადები უნდა გამოვითხოვოთ და მერე გვეცოდინება“, – გვითხრა გიორგი ცერცვაძემ.
დატოვეთ კომენტარი